საქართველო

ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა: „მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“

საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ.

ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს და ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.

ზუსტად 9 წელიწადი და ექვსი თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში, მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.

მერაბიშვილმა თავის ახლობლებს მადლობა გადაუხადა და ხელისუფლების შეცვლის პირობა დადო.

„ჩემს გაულშემატკივარს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინცგშორიდან გულმშემატკვიბრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა,  გავაგრძელო ბროლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოცილდეს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.