საქართველო

ენტონი ბლინკენი: ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, წინ წასწიონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხი ქართველის მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას, რათა გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.

„დღეს მე ოთხ ქართველ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს სანქცირება დავუწესე მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რითაც მათ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება ჩამოერთვათ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, წინ წასწიონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა“,- წერს ენტონი ბლინკენი.