მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატში 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

GUARDIANGE – კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს არ შეუძლია მომავალ წელს შტატში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, კონსტიტუციაში არსებული აჯანყების პუნქტის მოტივით.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საეტაპო გადაწყვეტილებით, სასამართლომ, 4 მოსამართლე 3-ის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ ბ-ნი ტრამპი არ არის უფლებამოსილი კანდიდატი.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 ნაწილი საპრეზიდენტო კანდიდატის დისკვალიფიკაციისთვის გამოიყენეს.

სხვა შტატებში არჩევნებში მონაწილეობიდან ტრამპის გამოთიშვის რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

სამშაბათს გამოცხადებული გადაწყვეტილება არ ვრცელდება კოლორადოს ფარგლებს გარეთ მდებარე შტატებზე.

გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ 5 მარტს დაგეგმილ შტატის წინასაარჩევნო არჩევნებს, როდესაც „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლები აირჩევენ მათთვის სასურველ კანდიდატს პრეზიდენტობისთვის, თუმცა ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

77 წლის დონალდ ტრამპი ამ დრომდე „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის წამყვანი კანდიდატია და ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, საგრძნობლად უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს, 81 წლის ჯოზეფ ბაიდენს, რომელსაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გაცხადებული აქვს.