მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

„ჩვენ დავიწყებთ ჩვენი კარანტინის და გამოჯანმრთელების პროცესს დაუყოვნებლივ. ჩვენ ამას ერთად დავასრულებთ“, – დაწერა 74 წლის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

უცნობია, რა გავლენას იქონიებს ტრამპის დადებითი ტესტი მეორე საპრეზიდენტო დებატებზე, რომლის გამართვაც ფლორიდაში, მაიამიში, 15 ოქტომბერს არის დაგეგმილი.