მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ 2024 წლის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში, აიოვაში, მტკიცე გამარჯვება მოიპოვა

დონალდ ტრამპი აიოვას შტატში „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მარათონს იგებს და 2024 წლის არჩევნებში მოწინავე პოზიციაზე ყოფნას იმტკიცებს, მეორე ადგილი კი, გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩათან, ნიკი ჰეილისთან ბრძოლაში ფლორიდის გუბერნატორმა, რან დესანტისმა მოიპოვა.

ტრამპმა ხმების 50.9% (52 078 ხმა) მიიღო, დესანტისმა 21.3% (21 809 ხმა) , ჰეილიმ (19 495 ხმა) 19.1%, დანარჩენი ხმები, ორ სხვა კანდიდატზე გადანაწილდა. რამასვამიმ, რომელიც 7.8%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა, თავისი კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა ტრამპს გამოუცხადა.

აიოვაში საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი მივიდა თავისი პოზიციის გამოსახატად, ძალზე სუსხიანი ზამთრის დღის მიუხედავად, ტემპერატურა გვიან ღამით -23C-ამდე დაეცა.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა აიოვას შტატის ამომრჩევლებს, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს მას, ასევე სენატორებს, კონგრესმენებს, ოჯახის წევრებს და თავის კონკურენტებსაც კი, რან დესანტისს და ნიკი ჰეილის და აღნიშნა, რომ ეს მათთვისაც კარგი დრო არის იმისათვის, რომ გაერთიანდნენ საერთო ბრძოლაში: „ეს არის დრო გავერთიანდეთ, სულერთია „დემოკრატები“ ვართ თუ „რესპუბლიკელები“ – განაცხადა ტრამპმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის შემდეგი არჩევნები ნიუ ჰამპშირში გაიმართება.

GUARDIANGE