მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი თეთრ სახლში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც 20 მარტს შედგა, რუსეთის პრეზიდენტს ვაშინგტონში ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა, განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

„თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები არ იტყვიან უარს თავიანთ წინადადებაზე განხილონ სამიტის გამართვის შესაძლებლობა. როცა ჩვენი პრეზიდენტები საუბრობდნენ ტელეფონზე, ტრამპმა შესთავაზა პირველი შეხვედრა გაიმართოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში“, განაცხადა უშაკოვმა ბრიფინგზე.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამგვარი კონტაქტის შესაძლებლობა წლის პირველ ნახევარში არ განხილულა.

„ამ საუბრის შემდეგ, რომელიც კონსტრუქციულ, საქმიან ხასიათს ატარებდა, ბევრ საკითხთან შემხებლობას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში მორიგი წყვეტა მოხდა – 60 დიპლომატის გაძევება, გენერალური საკონსულოების დახურვა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ რუსული მხარე იძულებული გახდა ადეკვატური სარკისებური პასუხი გაეცა“, ხაზი გაუსვა უშაკოვმა.

მან დაამატა, რომ ამ მიზეზის გამო, 20 მარტის შემდეგ ლიდერების შეხვედრის ორგანიზების აკითხი არ წამოწეულა.

პუტინი და ტრამპი პირისპირ ორჯერ შეხვდნენ. გასული წლის ივლისში პრეზიდენტებმა ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართეს, რა დროსაც ორმხრივი ურთერთობების საკითხები, სირიისა და უკრაინის კრიზისები განიხილეს. ნომბერში კი აშშ-ის და რუსეთის ლიდერები დანანგში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის მიმდინარეობისას შეხვდნენ. ამის შემდეგ კი აშშ-ის და რუსეთის სახელმწიფოთა მეთაურებს არაერთხელ ჰქონდათ სატელეფონო საუბრები.