მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ირანის პრეზიდენტ რუჰანის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის „მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“ შეხვდეს ირანის ლიდერებს.

„თუ მათ სურთ შეხვედრა, მე მზად ვარ“, თქვა ტრამპმა.

თუ აშშ-ის და ირანის ლიდერებს შორის შეხვედრა შედგება, ის პირველი იქნება ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

ვაშინგტონი რამდენიმე დღეში ირანისთვის ხელახალი სანქციების დასაწესებლად ემზადება მას შემდეგ, რაც ტრამპი ევროპელი მოკავშირეების – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ნების საწინააღმდეგოდ ცალმხრივად გამოვიდა ობამას პრეზიდენტობისას 2015 წელს დადებული ირანის ბირთვული შეთანხმებიდან, რომელშიც ასევე ჩინეთი და რუსეთიც იყო ჩართული და რომელსაც იგი „ყველაზე საშინელ და სასაცილო შეთანხმებას“ უწოდებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინეტრესებს არ შეესაბამება.

ისრაელის და საუდის არაბეთის – ირანისადმი ორი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მოკავშირე შეერთებულ შტატებს სერიოზული ეჭვები აქვს თეირანის აქტივობებთან ახლო აღმოსავლეთში.

guardian.ge