მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის „რესპუბლიკურ“ საპრეზიდენტო პრაიმერში იმარჯვებს

დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერში იმარჯვებს. ხმების 52%-ის დათვლის შემდეგ მას 54% აქვს მიღებული, ნიკი ჰეილის კი 44%. ტრამპი სავარაუდოდ, 12 დელეგატს მოიპოვებს, ჰეილი კი 9-ს.

გასულ კვირას, ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, მისი ბოლო მეტოქე აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი პირობას დებს, რომ ბრძოლას განაგრძობს და აცხადებს, რომ იგი „მებრძოლია“ და „ეს რბოლა შორს არის დასასრულისგან. წინ ჯერ ათეულობით შტატია, მათ შორის ჩემი სამხრეთ კაროლინა“.

ტრამპმა კი, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ უდავო საპრეზიდენტო კანდიდატადაა გამოკვეთილი, ჟურნალისტებს განუცხადა: „არ მადარდებს, თუკი ჰეილი დარჩება ამ რბოლაში. ნება მიეცით გააკეთოს ის, რაც უნდა“.