მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს ბრალს წაუყენებენ

 

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოძიების ფარგლებში ბრალს წაუყენებენ, იუწყება BBC აშშ-ის მედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრალი მას და მის ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, რიკ გეიტსს წარედგინებათ.

გამოძიებას იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დანიშნული სპეციალური პროკურორი, FBI-ის ყოფილი დირექტორი, რობერტ მიულერი აწარმოებს და იგი იძიებს, არსებობდა თუ არა რაიმე კავშირები რუსეთსა და ტრამპის კამპანიას შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

რა სახის ბრალდებები იქნება წარდგენილი მანაფორტისა და გეიტსის მიმართ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

GUARDIAN.GE