ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიმიტრი მედვედევი: უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა, დიდხანს, ათწლეულებიც კი გაგრძელდეს

უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, შესაძლებელია, რომ ათწლეულებითაც, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, ვიეტნამში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ეს ახალი რეალობაა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე იქ ამგვარი ხელისუფლებაა, მოდი ვთქვათ, რომ იქნება სამი წელი ზავი, ორი წელი კონფლიქტი, და თავიდან განმეორდება ყველაფერი. საჭიროა თავად კიევის ნაცისტური ხელისუფლების ბუნების განადგურება“, – თქვა მედვედევმა.

უფრო ადრე, მან თავის „ტელეგრამის არხზე“ დაწერა, რომ უკრაინა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა გაქრეს რუსეთსა და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას შორის მისი გაყოფისას. მედვედევმა ასევე არ გამორიცხა, რომ კიევის დამარცხების შემდეგ უკრაინის დაშლა ორი გზით განვითარდეს. მისი აზრით, ეს იქნება ან საგრძნობლად ნელი ეროზია უკრაინის სახელმწიფოებრიობის, ან მისი მყისიერი კოლაფსი.

მედვედევის თქმით, მოსკოვს უკრაინის გაქრობის მესამე სცენარი ესაჭიროება, რომლის მიხედვითაც, „ცენტრალური და და უკრაინის სხვა უპატრონო ოლქების“ ხალხები რუსეთის შემადგენლობაში შევლენ, თავად კონფლიქტი კი, მისი განუახლებლობის გარანტიით დასრულდება.

GUARDIAN.GE