აფრიკა, მსოფლიოს ახალი ამბები

დაღუპულია 157 ადამიანი სამგზავრო „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნისას, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან ნაირობიში მიფრინავდა

ვერავინ ვერ გადაურჩა სიკვდილს სამგზავრო „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნისას, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა და რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან ადის აბაბადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა, იტყობინება BBC ავიახაზების განცხადებაზე დაყრდნობით.

ავიახაზების წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის შესახებ პირველი ინფორმაცია პრემიერ მინისტრმა აბი აჰმედმა „თვითერზე“ გაავრცელა და მან „უღრმესი სამძიმარი“ გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

(მაშველები ცხედრებს აგროვებენ იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა)

ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 33 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 32 კენიელი, 18 კანადელი, 8 ამერიკელი, 8 იტალიელი, 9 ეთიოპიელი, 8 ჩინელი, 7 საფრანგეთის მოქალაქე, 6 ეგვიპტელი, 5 ჰოლანდიელი, 7 ბრიტანელი, 4 ინდოელი და 4 სლოვაკია.

ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

guardian.ge