საქართველო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო- დახმარება, 180 ათასზე მეტ თვითდასაქმებულზე გაიცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში , დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები შეჯამდა . ასევე , საუბარი შეეხო სააგენტოს მიერ , პანდემიის პერიოდში განხორციელებულ სერვისებსაც, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს. “დღესდღეობით, საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ ახლად დაარსებული სააგენტოს ეფექტურობას.

სააგენტო კი, თავის მხრივ, გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ გავლენა მოვახდენოთ, საქართველოში არსებულ დღევანდელ უმუშევრობის პროცენტზე “-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. გარდა ამისა, სააგენტოს , შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება აქვს დაგეგმილი.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, „ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ველთაური, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები და პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს