საქართველო

დავით უსუფაშვილი: „ივანიშვილი უგულავას პოლიტიკურ განგმირვას უპირებდა და პოლიტიკურად გააგმირა“

მე ზუსტად ვიცი რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები საოცრად გაბრაზებული, გულნატკენი დ აღშფოთებულნი არიან, რადგან ხედავენ, რომ ივანიშვილის უგუნურმა პოლიტიკამ გამოიღო სრულიად საპირისპირო შედეგები იმის, რაც თვიდან იყო დაგეგმილი, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

„ივანიშვილი პოლიტიკურ განგმირვას უპირებდა უგულავას და პოლიტიკურად გააგმირა. რა თქმა უნდა, ამას ხედავენ „ოცნების“ ამომრჩევლებიც და ძალიან ბევრი წუხს ამაზე, მე მათ მინდა მივმართო, რომ არ არის ასე ყველაფერი დაკარგული, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ერთ ადამიანს დაუკავშირდეს. ივანიშვილმა არ გაამართლა, თავად უნდა გავამართლოთ ყველამ, ვისაც ეს ქყვეყანა გვიყვარს. „ოცნებაში“ არის ხალხი, რომელსაც კონსტიტუციის ნაცვლად, რომელშიც ასამდე მუხლია, ორ-პუნქტიანი კონსტიტუცია აქვთ, იქ, პირველ პუნქტში წერია- ბიძინა ყოველთვის მართალია და მეორე პუნქტში წერია- როცა ბიძინა ცდება, იხილეთ პირველი პუნქტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.