საქართველო

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს წარედგინა

მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ ბრალდებულს, ვახტანგ ჩიქოვანს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი წარედგინა.


მას თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი არის დაკავებული.