საქართველო

გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს, ემილ კარანიკოლოვს შეხვდა

ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს, ემილ კარანიკოლოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელთა შორისაც თანამშრომლობა არაერთ მიმართულებას მოიცავს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარებას, ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის დაახლოების პროცესის ხელშეწყობას და სხვ. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობას რეგიონული თანამშრომლობის ჩარჩოებში.