საქართველო

გიორგი გახარია პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს დღეს საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა.

პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 31 მარტიდან მოქმედებდა კომენდანტის საათიც. საგანგებო მდგომარების მოხსნის თარიღად თავდაპირველად 21 აპრილი დასახელდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ 22 მაისის ჩათვლით გადაიწია.