საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალურ ვიზიტად უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ვიზიტად უკრაინაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ მინისტრს, ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრი რაზუმკოვს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი განცხადებები, ასევე რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.

დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.