საქართველო

გიგი უგულავა: „შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“

შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.

„მე საერთოდ არ მსიამოვნებს, რომ ჩემს ქვეყანაზე საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, რადგან ამას თავისი ხიფათი მოსდევს, ამას თავისი მინუსები მოსდევს, ამას თავის პრობლემები მოსდევს ქვეყნისთვის. არ მაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ამას გააცნობიერებს, რადგან მათი ქმედებიდან ეს არ გამომდინარეობდა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს, ვალდებულება უნდა შეასრულო, რადგან თუ ხარ ხელისუფლებაში, უნდა გესმოდეს, რომ საჭიროა ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამაზე უფრო მეტად საჭიროა, გადაწყვეტილების შესრულება.

„ახლა მთავარი არ არის და არც აქამდე არ იყო ჩვენი თავისუფლება, ისევ ვიმეორებ, გიორგი რურუასთან ერთად. ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი უახლოესი ისტორიაში პოლიტპატიმრების ეპოქა და მასზე ხელისუფლების რეაგირება, ეს თემა უნდა დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ, რადგან ცვლილებები აუცილებელია იმ ქარიშხლის მოსაგერიებლად, რა ქარიშხლის წინაშეც დღეს ვდგავართ“, – განაცხდა გიგი უგულავამ.