საქართველო

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე სოფელ ვახტანგისში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ტარიელ ჯანხოთელი ამჯერად სოფელ ვახტანგისში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ის შენობაც დაათვალიერა, სადაც სოფლის პროექტების ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სპორტული დარბაზი მოეწყობა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, იგი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რადგან სოფლებში მსგავსი სპორტული დარბაზების არსებობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.