საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, რეაბილიტირებული #2 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ რეაბილიტირებული #2 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებული დირექტორი- შონ ქეირნქორსი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- კახა კობერიძე და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ამერიკის მხარემ, საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავა 140 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.