საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი, საპენსიო ასაკის 14 პედაგოგი გააცილეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლაში, სკოლის ღვაწლმოსილი, საპენსიო ასაკის 14 პედაგოგი გააცილეს.

ღონისძიებაზე სტუმრებმა და სკოლის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გადაუხადეს მასწავლებლებს მადლობა, მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის და სიმბოლური სერთიფიკატები, მათთან ერთად სხვა დამსახურებულ ყოფილ თუ ამჟამინდელ პედაგოგებს გადასცეს.

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ტარიელ ჯანხოთელი, მისი მოადგილე – რაფი ორუჯოვი, საკრებულოს წევრები – მირზა მირზოევი და შახადატ მეხრალიევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.