საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქესალოსა და ნაზარლოში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

ბაღების გახსნას გარდაბნის გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ტარიელ ჯანხოთელი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი – შოთა რეხვიაშვილი, და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე სოფელში საბავშვო ბაღი პირველად გაიხსნა. სოფელ ქესალოს საბავშვო ბაღი 70 აღსაზრდელზე, ხოლო სოფელ ნაზარლოს ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ბაღების გახსნის შემდეგ ორივე ბაღში დამატებით 24 სამუშაო ადგილი შეიქმნა.