საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი ორი საკითხი განხილეს:

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას (უპირობო ან/და პირობებიანი) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (უპირობო ან/და პირობებიანი) აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.