საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას შეხვდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა ონიანი, გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ონიანი, 9 აპრილისა და რუსთავის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და მოსახლეობას არსებულ პრობლემებზე გაესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი მიმდინარე წელს პირველად გაკეთდა, ჯამში მოასფალტდა 3 კილომეტრამდე გზა. პროექტის ღირებულებამ 800 812 ლარი შეადგინა.