საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – სართიჭალაში, მარტყოფსა და ნორიოში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – სართიჭალაში, მარტყოფსა და ნორიოში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა. ბაღების გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ჯემალ დავითაძე დაესწრნენ.

„ბაღები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან რებილიტირდა, სარემონტო სამუშაოების ღირებულება 382 045 ლარს შეადგენს.

განახლებული ინფრასტრუქტურით დაახლოებით 800-მდე ბავშვი ისარგებლებს.

მიმდინარე წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 23 საბავშვო ბაღი განახლდება. საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის ჯამში 2 859 917 ლარი იხარჯება”, აღნიშნულია გარდაბნის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.