საქართველო

გარდაბანში პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი გაიხსნა

ქალაქ გარდაბანში საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასმა“ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი გახსნა.

გახსნის ცერემონიას დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი და მისი მოადგილე – დუნიამალ გაჯიევი.

ცენტრის გახსნის მიზანია ხარისხიანი პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილოვრივი მოსახლეობისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა და მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება.