აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

გაერო: ირანი ურანის 20%-მდე გამდიდრებას აპირებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ირანს განსაზღვრული აქვს ურანის 20%-მდე გამდიდრება – ბირთვული ბომბის შესაქმნელად კი 90%-ია საჭირო. 2015 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად თეირანს გააჩნდა ვალდებულება, რომ ურანის გამდიდრება 4%-ზე დაბალ ნიშნულზე შეენარჩუნებინა.

ირანმა ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის და ჩინეთის მიერ თეირანთან ერთობლივად მიღწეული შეთანხმების დარღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტი ტრამპი ევროპელი მოკავშირეების საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად გამოვიდა ხელშეკრულებიდან და შეერთებულმა შტატებმა მას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დუწესა.

ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადებით, ირანის მიერ მათთვის გაგზავნილ წერილში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ როდიდან დაიწყება ურანის გამდიდრება.

GUARDIAN.GE