მსოფლიოს ახალი ამბები

გაერო გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ მსოფლიოს „ბიბლიური“ შიმშილობა ემუქრება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიო ფართომასშტაბიანი „ბიბლიური“ შიმშილობის რისკის ქვეშაა.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბეისლიმ განაცხადა, რომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო, გადაუდებელი და ბრძნული ქმედებებია საჭირო.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის სურსათის კრიზისზე მეოთხე ყოველწლიური გლობალური მოხსენების თანახმად მოშიმშილეთა რაოდენობა შესაძლოა თითქმის გაორმაგდეს და 135 მილიონიდან 250 მილიონზე მეტი შეადგინოს.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის განცხადებით, ყველაზე მეტი რისკის ქვეშ 10 ქვეყანაა, რომლებზეც გავლენა კონფლიქტმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და კლიმატის ცვლილებამ იქონია. ეს ქვეყნებია – იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.

GUARDIAN.GE