ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღის პირველ ნახევარში ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ექიმები დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

დედოფლის ოჯახი შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაემგზავრა, რათა მონარქის გვერდით ყოფილიყო.

ბოლო წლის განმავლობაში დედოფალს გადაადგილება უჭირდა.

დედოფალი ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს, 25 წლისა ავიდა. ის მსოფლიოს ისტორიაში უხუცესი მონარქი იყო და ბრიტანეთის ტახტზე ყველაზე მეტი დრო, 70 წელი გაატარა.

დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მონარქი უელსის ყოფილი პრინცი, 73 წლის ჩარლზი გახდა, რომელიც ჩარლზ III იქნება.

ჩარლზს უკვე ჰქონდა გადაბარებული დედოფლის მოვალეობების ნაწილი, რადგან ელისაბედ მეორეს ჯანმრთელობის მდგომაროება ზოგიერთ საჯარო ღონისძიებაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდა.