ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა

პატრიარქი ნეოფიტე, რბილად მოსაუბრე თეოლოგი, რომელიც ცდილობდა აღედგინა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაცია, რომელიც დაზიანებული იყო ბიზნესმენებთან და კომუნისტურ საიდუმლო პოლიციასთან კავშირებით, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, – განაცხადა ბულგარეთის საპატრიარქომ ოთხშაბათს გვიან ღამით.

„ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მისი უწმინდესობა ბულგარეთის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე, ჩვენი მშობლიური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი სამხედრო სამედიცინო აკადემიაში (VMA-Sofia) 22:22 საათზე ორგანოთა მრავლობითი უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა“, – ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.

ნეოფიტე 2013 წელს ავიდა საპატრიარქო ტახტზე და პატრიარქი მაქსიმი შეცვალა, რომელიც ეკლესიას 1971 წლიდან 2012 წლამდე, გარდაცვალებამდე უძღვებოდა. ბულგარეთის 6.8 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 80% მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაცია დაზიანდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის იანვარში ისტორიის კომისიამ აჩვენა, რომ მისი 15 ეპისკოპოსიდან 11 ყოფილი კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა.