საქართველო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვა მოიხსნა

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა.

კარანტინის რეჟიმი გაუქმდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდურშიფარიზშიცურტავში, დაბა თამარისში, ხიდისყურში, მუხრანაში, ბალახაურასა და მწყნეთში.

აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს.