მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენმა თეირანს საჰაერო დარტყმების ფონზე პირადი შეტყობინება გაუგზავნა: „ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები“

იემენში ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დარტყმების განხორციელებიდან ორი დღის გასვლის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თეირანს პირადი შეტყობინება გაუგზავნა, რომ „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვართ მომზადებული“.

ჟურნალისტებთან საუბრისას, თეთრი სახლის ეზოში შაბათს, დილით, ვაშინგტონიდან მერილენდში, კემპ დეივიდისკენ გამგზავრებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დამატებით დეტალებზე კომენტარებისგან თავი შეიკავა და ტაივანის არჩევნების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემაზე გადავიდა.

პარასკევს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში 28 ადგილას, „ჰუსიტების“ 60-ზე მეტ ობიექტს მიაყენა დარტყმა. აშშ-ის განცხადებით, დარტყმების მიზანი იყო „დაძაბულობის დეესკალაცია“.

უკანასკნელი დარტყმა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა პარასკევს გააფრთხილეს ამერიკული დროშის ქვეშ მცურავი გემები, რომ საჰაერო დარტყმებიდან მომდევნო 72 საათის განმავლობაში წითელ ზღვაში და ადენის ყურეში იემენის მიმდებარე ტერიტორიებზე შესვლას მოერიდონ.

„ჰუსიტების“ ხელმძღვანელებმა, რომლებიც სოლიდარობას გამოხატავენ ღაზას სექტორისადმი და მათ სამიზნეებს ისრაელთან დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვები წარმოადგენს, მოგვიანებით წითელი ზღვის სავაჭრო მარშრუტის გასწვრივ სასტიკი შურისძიების პირობა დადეს. „ყველა ამერიკულ-ბრიტანული ინტერესი ლეგიტიმური სამიზნე გახდა“, – ნათქვამია ამბოხებულთა უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

GUARDIANGE