მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური ანგარიშები

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური ანგარიშები, რომელიც ნიუ იორკის პროკურორების მიერ იქნება შესწავლილი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ტრამპმა არ უნდა გაუზიაროს ეს ინფორმაცია კონგრესს.

ტრამპი, ყოფილი ბიზნესმენი, რიჩარდ ნიქსონის შემდეგ პირველი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი საგადასახადო დეკლარაცია საჯარო არ გაუხდია. მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ იგი ოფისში ყოფნის პერიოდში სრული იმუნიტეტით სარგებლობს.   

„დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადი კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და ნიუ იორკის ოლქის პროკურორი საირუს ვენსი, ასევ „დემოკრატი“, რამდენიმე წელი ითხოვდა ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებს, რათა განესაზღვრათ თუ რამდენად მკაცრია კანონები ინტერესთა კონფლიქტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტისთვის. 

„რესპუბლიკელი“ ტრამპი უარყოფს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას და მან თავის გადასახადების საქმეებზე გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. 

GUARDIAN.GE