საქართველო

არჩილ თალაკვაძე: „მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო სხდომაზე მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისთვის და ასევე „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ტელესკოლის პროექტის განხორციელებისთვის, როგორც ქართული სკოლების მოსწავლეების, აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოზარდებისთვისაც.

„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს და ახლა, ამ მონეტში ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობს ამ პროცესში, იღებს ყოველდღიურად განათლებას და ეს პროექტი უწყვეტად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა ყველა მასწავლებელს მადლობა გადავუხადო. ასევე კარგი და წარმატებული ინიციატივა იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროექტი ტელესკოლა, რომელმაც ბევრ მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა რომ იყოს პროცესში ჩართული და განათლების პროცესი არ შეწყდეს და განსაკუთრებით მინდა გამოვყო ინიციატივა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, სადაც ასევე განათლების მიწოდების პროცესი ამ პროექტის შედეგად შენარჩუნდა და ხელმისაწვდომი დარჩა ეთნიკური უმცირესობებისთვისაც“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

GUARDIAN.GE