საქართველო

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020-2024 წლებს შორის ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2020 წლის მოდელით

იმ შემთხვევაში თუკი 2020 წლიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, მაშინ ის იმავე პრინციპით ჩატარდება, როგორითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ანუ 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.

„შევთანხმდით მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით თუ საჭირო გახდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ის ჩატარდება 2020 წელზე შეთანხმებული პრინციპით. ეს გამორიცხავს და პრაქტიკულად აღარ უტოვებს შანსებს დესტრუქციულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ რამენაირად კიდევ გააგრძელონ მცდელობა რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.