მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ქარიშხალმა „მაიკლმა“ ფლორიდას „წარმოუდგენლად გამანადგურებელი“ დარტყმა მიაყენა

ქარიშხალმა „მაიკლმა“ ფლორიდას სანაპირო რაიონებს „წარმოუდგენელად გამანადგურებელი“ დარტყმა მიაყენა და „უამრავმა ადამიანმა ყველაფერი დაკარგა“, განაცხადა შტატის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა.

როგორც BBC იუწყება, ყველაზე დიდი ზიანი ფლორიდას ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიადგა. განადგურებულია სახლები, წაქცეულია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები ქუჩების გასწვრივ არის მიწაზე გართხმული.

ქარიშხალი „მაიკლი“, 155 მ/სთ (250 კმ/სთ) სიჩქარით, ფლორიდის შტატს ოთხშაბათს დაატყდა თავს და სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ახლა კი ის შესუსტდა და ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაინაცვლა.

370 000 ადამიანი გააფრთხილეს ევაკუაციის აუცილებლობაზე, მაგრამ ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ ბევრმა მათგანმა გაფრთხილება ყურად არ იღო.

გუბერნატორმა სკოტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა ღამის განმავლობაში 10 მისია განახორციელა და სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

guardian.ge