საქართველო

ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად აღმაშენებლის გამზირიდან სამტრედიის ქუჩამდე მარში მოაწყო

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ აღმაშენებელის გამზირიდან სამტრედიის ქუჩამდე მარში მოაწყო. მსვლელობაში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერებმა და თანამოაზრეებმა მიიღეს მონაწილეობა.  

ანა დოლიძის თქმით, მარშის მიზანია, დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას გააგებინონ, რომ გამარჯვების განწყობა აქვთ.

„ჩვენი მარშით გვსურს დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ გვაქვს განწყობა გამარჯვებისთვის, ჩვენ ვართ მართალი ძალა, ჩვენთან არის საქართველოს მომავალი და განწყობა, რომ ამ ქვეყნის მომავალი უნდა იყოს განსხვავებული. მარში არის ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვეცდებით ხმა მივაწვდინოთ დიდუბისა და ჩუღურეთის თითოეულ მაცხოვრებელს.