ავსტრალია, მსოფლიოს ახალი ამბები

ავსტრალიაში დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინებას მხარი დაუჭირა

ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინება ავსტრალიაში კანონიერი გახდა მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა წარმომადგენლობით პალატაში შეტანილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

როგორც BBC იუწყება, 8 დღის წინ სენატის მიერ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ, ქორწინების აქტში ცვლილებების შეტანას მხარი დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.

„როგორი სიყვარული, თანასწორობის და პატივისცემის დღეა“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მალკომ ტერნბულმა და დაამატა: „ავსტრალიამ გააკეთა ეს“.

GUARDIAN.GE