საქართველო

ადა მარშანია: „ჩვენ მივდივართ მოსკოვში ძალიან ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ”

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთში მიემგზავრებიან. პარტიის წარმომადგენელმა, ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალიანსი მოსკოვში შეხვედრებზე განიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე პრობლემური და საჭირბოროტოა.

მარშანიას თქმით, განსახილველ საკითხთა შორის, ერთ-ერთი არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.

„ჩვენ მივდივართ მოსკოვში ცხადია, ძალიან ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ. რასაკვირველია, ვაპირებთ ამ საზარელ მკვლელობა საუბარს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია…. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრჩელდება… ჩვენ ზუსტად ამიტომაც მივდივართ, რომ ყველაზე საჭირბოროტო, ყველაზე მძიმე პრობელემურ საკითხებზე, ტრაგიკულ საკითხებზე, აღსავსეა ჩვენი ურთიერთობა ტრაგედიებით, ვისაუბროთ”, განაცხადა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.