საქართველო

აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება

ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმში იმართება, – აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლებიც მოამზადა, რომლებითაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ აბიტურიენტებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ როგორც წინასაგამოცდო პერიოდში, ასევე გამოცდების პროცესში.

ამჯერად უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელის რუსუდან ტყემელაძის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი აბიტურიენტები პასუხებს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ცენტრის ფეისბუკ გვერდზე მიიღებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.