საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არც ისე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და იგი მეორე ტურში უკვე მეორედ, მეორე ადგილზე გასულ ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენს დაუპირისპირდება.
ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: ემანუელ მაკრონი 27.6%, მარინ ლე პენი 23.41%, ულტრა-მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი 21.95%. საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობდა, მაგრამ 10%-ზე მეტი მხოლოდ სამმა მათგანმა მიღო.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.