მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაღალ თანამდებობებზე 4 პირი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 4 პირის დანიშვნის განზრახვის შესახებ გამოაცხადა. თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯონ ბასი, რომელიც აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში (2009-2012წწ), სახელმწიფო მდივნის მოადგილედ არის წარდგენილი (მენეჯმენტის განხრით).

დევიდ კოენი – აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კანადაში.

ჯემი ჰარპუტლიანი – აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სლოვენიის რესპუბლიკაში.

ვიქტორია კენედი – აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში.

ბასი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ინსტიტუტის უფროსი მრჩეველია. იგი მსახურობდა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ჯერ ავღანეთში, შემდეგ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოში. დამატებით, იგი სახელმწიფო დეპარტამენტში აღმსარულებელი მდივანი იყო და ეკავა სხვა ხელმძღვანელი პოსტები ამავე დეპარტამენტში.

GUARDIAN.GE