მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

შეერთებულმა შტატებმა ირანი დაბომბა, ტრამპმა გააფრთხილა თეირანი, რომ თუკი მშვიდობისკენ არ გადადგამს ნაბიჯს, თავდასხმები „გაცილებით დიდი“ იქნება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო იერიში მიიტანა და ფორდო და სხვა ბირთვული ობიექტები დაბომბა. თეთრი სახლიდან მიმართვისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი, რომ მან მშვიდობისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი, სხვა შემთხვევაში თავდასხმები „გაცილებით დიდი“ იქნება.

ტრამპა  ფორდოსა და სხვა ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს „ბრწყინვალე სამხედრო წარმატება“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკამ ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები გაანადგურა.

„ამაღამ, მე შემიძლია ვამცნო მსოფლიოს, რომ დარტყმები იყო ბრწყინვალე სამხედრო წარმატება. ირანის ძირითადი ბირთვული გამდიდრების ობიექტები მთლიანად განადგურებულია“, – განაცხადა ტრამპმა თავდასხმის შემდეგ პირველ საჯარო გამოსვლაში.