ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე „მსხვილმასშტაბიანი დარტყმის“ შედეგად „დაატყვევა“.
მისი თქმით, მადურო ქვეყნიდანაა გაძევებული, თუმცა დეტალები ჯერჯერობით მწირია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტრამპი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში პრესკონფრენციას დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გამართავს.
ვენესუელას მთავრობა მადუროსა და მისი მეუღლის „სიცოცხლის დაუყოვნებელ მტკიცებულებას“ ითხოვს.
მანამდე, ვენესუელამ ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება და გმობს „სამხედრო აგრესიას“.

