გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შს სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციის კაპიტანს, 43 წლის ნ.ბ-ს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.