საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს.
ქვეყანაში კორონავირუსი 928 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 794 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 207.