საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი www.stopcov.ge აქვეყნებს.
ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 898 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 752 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2891 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 256.