საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი, შესაბამისად, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 315–ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.