საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის (3 სექტემბერი, 2020) ქვეყანაში კორონავირუსის 1568 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი და მათი რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.