საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის (1 სექტემბერი, 2020) ქვეყანაში კორონავირუსის 1510 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1253-ს შეადგენს.